ტაკინარდი:“ სპალეტი ფენომენალურია, მაგრამ მას გუნდის ხელმძღვანელობის დახმარება სჭირდება“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ იანვარში ტურინული გრანდის სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა.
„ლუჩიანო სპალეტიმ იუვენტუსი სრულიად შეცვალა, მან რამდენიმე კვირაში გუნდის მენტალიტეტი სრულიად გარდაქმნა და დაამსგავსა გუნდს, რომელსაც იუვენტუსის სახელის ტარება შეუძლია.
„სამწუხაროა, რომ გუნდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სპალეტის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. გუნდს აშკარად ფორვარდი სჭირდება და ლუჩიანომ ეს არაერთხელ დაადასტურა, თუმცა საბოლოო ჯამში გუნდი ფორვარდის გარეშე დარჩა.
„სპალეტი ფენომენალური მწვრთნელია, მაგრამ მას გუნდის გვერდში დგომა სჭირდება და იმედი მაქვს, ის იუვენტუსში დარჩება და ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის დროს მეტ მხარდაჭერას მიიღებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
