TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტაკინარდი:“ როგორც იქნა, იუვენტუსს მწვრთნელის ხელი ეტყობა“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ რომასთან მატჩი შეაფასა.

„ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იუვენტუსს მწვრთნელის ხელი ეტყობა, მწვრთნელის, რომელსაც ფეხბურთელების თავებში შეღწევა, მათ მოტივირება და ძლიერი მხარეების გამოყენება შეუძლია.

„ნაპოლისთან მარცხის შემდეგ იუვენტუსს 2 რთული შეხვედრა ელოდებოდა: ბოლონიასთან და რომასთან, ამ მატჩებში ფაქტობრივად სეზონის ბედი წყდებოდა. ბოლონიასთან იუვემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ რომასთან დაამტკიცა, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა და იუვენტუსი ნელ-ნელა ბრუნდება.

„ინტენსიურობა, სისწრაფე, მონდომება, გამარჯვების წყურვილი, ეს ყველაფერი ერთად უკვე დიდი ხანია არ გვინახავს და მიხარია, რომ სპალეტიმ გუნდს მოტივაცია დაუბრუნდა და ეს ყველაფერი კარგი ფეხბურთის თამაშით შეძლო.“
 
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !