ტაკინარდი:“ იუვენტუსს დელ პიერო სჭირდება“
იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის ალესიო ტაკინარდის აზრით, ტურინულმა გრანდმა გუნდში ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო უნდა დააბრუნოს.
„იუვენტუსს აკლია ადამიანი, ვინც ფეხბურთელების გვერდით იქნება და გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს, მისი სახელი ალექს დელ პიეროა.
„არა ტაკინარდი ან ვინმე სხვა, არამედ დელ პიერო, ქარიზმატული, ვინც მთელი მსოფლიოს გარშემო ცნობილია, შეუძლია 50 ენაზე საუბარი და ყველას უყვარს, ის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითი იქნებოდა, ვისთან საუბარიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
„ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ არის დელ პიერო იუვენტუსში.“