TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ იუვენტუსმა ინტერის წინააღმდეგ ხასიათი უნდა აჩვენოს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ინტერთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„იუვენტუსმა როგორც ლაციოსთან, ასევე შტუტგარტთან ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. გუნდი იყო ძალიან ნელი, უჭირდა ბურთის მოძრაობა და მომენტებს ფაქტობრივად ვერ ქმნიდა. იტალიაში შედარებით დაბალი ტემპით თამაში ახალი არავისთვის არის, მაგრამ ევროპულ დონეზე გაცილებით მაღალი ინტენსიობაა საჭირო.

„მე უფრო სწრაფი, კრეატიული და ინტენსიური იუვენტუსის ნახვა მსურს. მოტას გუნდს წინ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ელოდება, ასეთი დონის მატჩებში პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი მენტალური ასპექტია და იმედი მაქვს, ჩვენ უფრო გაბედულ და მშიერ იუვენტუსს ვნახავთ.

„მოტა ? სიმართლე რომ გითხრათ, მე მისი გადაწყვეტილებები არ მესმის. არ მესმის, რატომ დატოვა მან კამბიაზო და გატი სკამზე, ვერ მივხვდი ვლაჰოვიჩის გაყვანას და მისი ვეათი ჩანაცვლებას ნაპოლის წინააღმდეგ. მე მინდა, რომ მის მიმართ ნდობა არ დავკარგო, მაგრამ ამ მომენტისთვის მისი იდეები გარკვეულ კითხვებს აჩენს.

„ინტერი – იუვე ? ეს ძალიან მარტივია, შენ ამ მატჩს კი არ უნდა გაურბოდე, არამედ მას მოუთმენლად უნდა ელოდებოდე, მოედანზე უნდა გახვიდე სწორი მენტალიტეტით, კაცები, რომლებიც გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ გუნდმა თავისი რეალური ძალა დაგვანახოს.

„დანილო ? გასულ სეზონში მას პრობლემები არ ჰქონია, ამ სეზონში კი მას უჭირს და არ ვიცი, არის თუ არა ეს თავდაჯერებულობის ბრალი. ზოგმა ფეხბურთელმა გუნდში კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩვეულ დონეზე ვეღარ თამაშობს.

„ილდისი ? მის აქტივში მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 0 გოლია, კენანი თავისი კაცის მოტყუებას აღარ ცდილობს, რაც მისი საუკეთესო თვისებაა. სწორედ ასეთ მატჩებში უდნა დაამტკიცოს მან, რომ სხვებისგან გამორჩეულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ილდისი რიგითი ნიჭიერი ფეხბურთელია. იმედი მქვს, რომ ის თავის შესანიშნავ პოტენციალს სრულად წარმოაჩენს, მაგრამ დღეისათვის მისი მენტალობის თაობაზე გარკვეული კითხვები არსებობს.“