ტაკინარდი:“ იუვენტუსმა გამარჯვებულის მენტალიტეტი დაიბრუნა“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ვაიდადთან მატჩი შეაფასა.
„მე ეს იუვენტუსი ძალიან მომწონს, გუნდმა გამარჯვებულის მენტალიტეტი დაიბრუნა და მსოფლიო ჩემპიონატზე არა ტურისტების სტატუსით, არამედ გამარჯვებისთვის საბრძოლველად არიან ჩასულები.
„რა თქმა უნდა, გადაჭარებული მოლოდინები კარგს არაფერს მოგვიტანს, თუმცა იგორ ტუდორმა გუნდს თავისი ხელი აშკარად დაატყო და იმედი მაქვს, ეს მხოლოდ დასაწყისია.
„იუვენტუსი ძალიან კარგ, ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს, არის დომინანტი და უამრავ მომენტს ქმნის. მანჩესტერ სიტისთან მატჩი მათთვის კარგი გამოცდა იქნება.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)