TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ იტალიური გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ? ყველაზე დიდი შანსი ინტერს აქვს“

იუვენტუსის ლეგენდამ ალესიო ტაკინარდიმ ჩემპიონთა ლიგაზე იტალიური გუნდების შანსები შეაფასა.

„იტალიური გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ? ამ მომენტისთვის საუკეთესო შედეგის დაფიქსირების საუკეთესო შანსი ინტერს აქვს. ნერაძურიმ გასულ წლებში დიდი პროგესი აჩვენა და ვფიქრობ, მათ ტურნირის მოგებაზე ფიქრიც შეუძლიათ.

„სხვა გუნდები ჯერჯერობით შენების პროცესში არიან, ამიტომ რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.“