ტაკინარდი:“ იმედი მაქვს, სპალეტი იუვენტუსში დარჩება და ახალ კონტრაქტს გააფორმებს“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ გუნდს ლუჩიანო სპალეტის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
„ბოლო პერიოდში ცუდი შედეგების მიუხედავად, იუვენტუსმა ლუჩიანო სპალეტი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს. ჩვენ ვნახეთ, რომ ლუჩიანოს გუნდის პოტენციალის სრულად გამოყენება შეუძლია, პრობლემა არის ის, რომ იუვენტუსის შემადგენლობა დაუსრულებელია.
„ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელსაც რეალურად ამ მომენტისთვის ფორვარდი არ ჰყავს, ამას კი მეკარის პრობლემაც ემატება. დი გრეგორიო ცუდი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ მას მენტალური პრობლემები აქვს, რაც მის თამაშზეც აისახება. ის ამ მომენტისთვის იუვენტუსის დონის არ არის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
