TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სულესა და ჰეისენის ტრანსფერები უახლოეს საათებში გაოფიციალურდება

იუვენტუსი მატიას სულეს რომაში, ხოლო დინ ჰეისენის ბორნმუთში ტრანსფერებს უახლოეს საათებში ოფიციალურად დაადასტურებს.

ჰეისენმა ინგლისში სამედიცინო შემოწმება უკვე ჩაიტარა და მხარეებმა საბუთები გაცვალეს, ამიტომ ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლია. ბიანკონერი მის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 18 მილიონს, ასევე მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში თანხის 10 პროცენტს მიიღებს.

სულეს რაც შეეხება, მატიასი უკვე რომშია და სამედიცინო შემოწმებისთვის ემზადება, რის შემდეგაც ის ჯალოროსის რიგებს ბონუსების ჩათვლით 30 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება, რასაც მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ თანხის 10 პროცენტი დაემატება.

მიღებული თანხა ჟან-კლერ ტოდიბოსა და ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერებს მოხმარდება.