TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სულეს გაყიდვის შემდეგ, იუვენტუსი კოპმეიენრსის ტრანსფერს დახურავს

იუვენტუსს მატიას სულეს სიტუაციის უმოკლეს დროში გარკვევა, მისი გაყიდვა და მიღებული თანხით ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერის დახურვა სურს.

სულეს ტრანსფერისთვის ამ მომენტისთვის რომა და ლესტერი იბრძვიან, ორივე მათგანი ტურინულ გრანდს არგენტინელის სანაცვლოდ დაახლოებით 30-35 მილიონს სთავაზობენ, ამიტომ საბოლოო არჩევანის გაკეთება თავად სულეს შეეძლება.

Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსს სულეს გაყიდვა მაქსიმალურად მოკლე დროში სურს, მიღებული თანხა კი გუნდს ტიაგო მოტას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნის ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერის დახურვაში დაეხმარება.