სულეს აგენტი გერმანიაშია და კლიენტის რომაში ტრანსფერის დახურვას ცდილობს
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მატიას სულეს აგენტი გერმანიაში იმყოფება, სადაც კრისტიანო ჯუნტოლის შეხვდება და არგენტინელის რომაში ტრანსფერის საბოლოოდ დახურვას ეცდება.
წყაროს ცნობით, რომა ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა, ამის გარდა კი მომავალში სულეს გაყიდვის შემთხვევაში იუვენტუსი სრული თანხის გარკვეულ წილს მიიღებს.
სკირას ცნობით, სულეს რომაში ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიხურება.