TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სულე:“ რომაში ტრანსფერი ჩემი პრიორიტეტი იყო“

რომას ახალწვეულმა მატიას სულემ ჯალოროსის რიგებში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ფრიდკინების ოჯახს (რომას მფლობელები, ავტ.) მადლობა გადავუხადო, რადგან მათ ჩემი ტრანსფერისთვის ყველაფერი გააკეთეს.

„იმის ფონზე, თუ რამდენად უნდოდა რომას ჩემი გაფორმება, აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.

„ვესაუბრე თუ არა დიბალასა და პარედესს ? დიახ, მე მათ რომაში შესაძლო გადმოსვლის თაობაზე დიდი ხნის წინ ვესაუბრე, მათ მითხრეს, თუ რამდენად შესანიშნავი გარემოა რომაში და რამდენად ამბიციური პროექტი აქვს გუნდს.

„გუნდებს შეთანხმების მისაღწევად გარკვეული დრო დასჭირდათ, თუმცა ჩემი პრიორიტეტი პირველივე დღიდან რომაში გადმოსვლა იყო.“