სტორარი:“ მოტა ? იუვენტუსი ბოლონია არ არის, აქ ყველა გამარჯვებას ითხოვს“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო სტორარიმ ტურინულ გრანდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
„გუნდში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ამიტომ იუვენტუსში არსებული სირთულეები გასაკვირი არ არის, ეს მოსალოდნელი იყო.
„ამ მომენტისთვის ჯუნტოლი მარტოა დარჩენილი, რადგან გუნდის გენერალურ დირექტორსა და პრეზიდენტს აქამდე გუნდში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონიათ.
„მოტა ? იუვენტუსი ბოლონია არ არის, აქ მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს. ტიაგო ხშირად ამბობს, რომ გუნდი სწორ გზაზეა, მაგრამ იუვე ამას ჯერჯერობით შედეგებით ვერ ამტკიცებს.“