TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპორტული დირექტორის პოზიციას სავარაუდოდ ტონიოცი ჩაიბარებს

იუვენტუსი ახალი სპორტული დირექტორის ძიებას აგრძელებს და ამ მომენტისთვის ტურინული გრანდის ფავორიტი მატეო ტონიოცია.

ტონიოცი იუვენტუსში წლების განმავლობაში მუშაობდა, ის გუნდის მთავარი სკაუტი იყო და სწორედ ტონიოცის დამსახურებაა ისეთი ტალანტების გაფორმება, როგორებიცაა კენან ილდისი, დინ ჰეისენი, მატიას სულე და სხვები.

Sky Sport-ის ცნობით, ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდის ახალი გენერალური დირექტორი დამიენ კომოლი მიიღებს.

46 views
error: დაცული კონტენტი !