TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპორტული დირექტორის პოსტი შესაძლოა კიელინიმ ჩაიბაროს

დამიენ კომოლი ახალი სპორტული დირექტორის ძიებას აგრძელებს და არ არის გამორიცხული, აღნიშნული პოზიცია იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელის ჯორჯო კიელინის ძმამ კლაუდიომ ჩაიბაროს.

კლაუდიომ ანალოგიურ პოზიციაზე ჯერ პიზაში იმუშავა, ახლა კი ის იუვენტუსის NextGen-ის სპორტული დირექტორი გახლავთ.

SportItalia-ს ცნობით, კომოლი და მისი გუნდი კიელინის მუშაობით კმაყოფილია და მისი ძირითად გუნდში დაწინაურება სერიოზულად განიხილება.


გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

379 views
error: დაცული კონტენტი !