სპორტინგი კოშტას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
იუვენტუსსა და სპორტინგს შორის ალბერტო კოშტას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
პორტუგალიელები ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს იხდიან, იუვენტუსი კი თავის მხრივ მინიმუმ 18-19 მილიონს, ასევე მისი შემდგომში გაყიდვის შემთხვევაში დაახლოებით 10 პროცენტს ითხოვს.
თავად კოშტამ პორტუგალიაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                