სპორტინგს გიოკერეშის იუვენტუსში გაშვება სურს
Corriere dello Sport-ის ინფორმაიცით, ვიქტორ გიოკერეში იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოს არის.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ამ მომენტისთვის არის ერთადერთი გუნდი, რომელიც 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 70 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა.
წყაროს ინფორმაციით, ტრანსფერს ახლა მხოლოდ ფეხბურთელის სურვილი აფერხებს. გიოკერეში კარიერის იტალიაში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მისი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში გადასვლაა და ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)