სპორტინგმა იუვენტუსს ჰიულმანდის ფასი შეუთვალა
იუვენტუსი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრის ძიებას აგრძელებს და ბოლო პერიოდში ტურინული გრანდის ერთ-ერთ სამიზნედ სპორტინგის მორტენ ჰიულმანდი მოიაზრებოდა.
Tuttosport-ის ინფორმაციით, დამიენ კომოლის 26 წლის ფეხბურთელს გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ ფიგურად მოიაზრებს, თუმცა პორტუგალიელები მის გაყიდვას 55-60 მილიონზე ნაკლებად არ აპირებენ, რისი გადახდაც იუვენტუსის გეგმებში არ შედის.
ჰიულმანდის ალტერნატივა ვულვზის ანდრე გახლავთ, ინგლისელები მის სანაცვლოდ 35 მილიონს ითხოვენ.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
