სპორტინგი ჰიულმანდის სანაცვლოდ 60 მილიონს ითხოვს
იუვენტუსსა და სპორტინგს შორის მორტენ ჰიულმანდის თაობაზე პირველი შეხვედრა უკვე შედგა, მაგრამ მისი გაფორმება მარტივი არ იქნება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დანიელმა ფეხბურთელმა იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო, მაგრამ პრობლემა სპორტინგის მიერ მოთხოვნილი 60 მილიონი ევროა.
წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიური გუნდი ფეხბურთელის პოზიციის მიუხედავად დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
