სპალეტისთვის 2-წლიანი კონტრაქტი მზად არის
იტალიელი ჟურნალისტის ჩირო ვენერატოს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი უახლოეს პერიოდში იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს და სპალეტის ტურინულ გრანდში დარჩენა უკვე გადაწყვეტილია.
ლუჩიანო იუვენტუსთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, მისი კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
