სპალეტის იუვენტუსში მისვლა დიდწილად კიელინის დამსახურებაა
იტალიური მედიის ცნობით, ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში მისვლის მთავარი ინიციატორი ჯორჯო კიელინი იყო.
SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ტექნიკურ დირექტორს ფრანსუა მოდესტოს გუნდში რაფაელე პალადინოს ხილვა სურდა და დამიენ კომოლიმ მასთან შეხვედრა გამართა კიდეც, თუმცა კიელინიმ სპალეტის გამოცდილებას გაუსვა ხაზი, რის შემდეგაც კომოლიმ არჩევანი სწორედ იტალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელზე შეაჩერა.
წყაროს ცნობით, სპალეტის გუნდში მოსვლის შემდეგ, ჯორჯო კიელინის გავლენა იუვენტუსში კიდევ უფრო გაიზრდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
