სპალეტი იანვარში კიმის გაფორმებას ითხოვს
ლუჩიანო სპალეტიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის დაცვაში პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს ტურინული გრანდის რიგებში კიმ მინ-ჯესა და გლეისონ ბრემერის დუეტის ხილვა სურს.
კიმი ბაიერნში ხელშეუხებელ ფეხბურთელად არ მოიაზრება, ამიტომ შესაბამისი წინადადების შემთხვევაში გერმანული გრანდი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება. ტურინულ გრანდს 29 წლის კორეელის გასაფორმებლად დაახლოებით 25-30 მილიონის დახარჯვა მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
