სპალეტის გუნდში კოლო მუანის ხილვა სურს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის დაბრუნებაზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, მისი ტურინულ გრანდში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს, იტალიელ სპეციალისტს ფრანგი ფორვარდი გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მიაჩნია.
დი მარციოს ცნობით, კოლოს იუვენტუსში დაბრუნება უნდა, მაგრამ ტოტენჰემთან და პსჟ-სთან საერთო ენის გამონახვა მარტივი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
