სპალეტის ალისონის გაფორმება სურს
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსი ლივერპულის კიპერის ალისონის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ლივერპულმა ახლახანს ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოიყენა და მისი კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა შესაბამისი წინადადების შემთხვევაში მისი გაშვება გამორიცხული არ არის.
წყაროს ინფორმაციით, დამიენ კომოლის ზაფხულში უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიული მეკარის გაფორმება სურს, ლუჩიანო სპალეტის კი უკვე გამოცდილი და უმაღლესი დონის კიპერი უნდა და ალისონი მისი პრიორიტეტია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
