სპალეტის იუვენტუსში მისვლამ შესაძლოა ვლაჰოვიჩის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსში ლუჩიანო სპალეტის მისვლამ შესაძლოა დუშან ვლაჰოვიჩის მომავალი შეცვალოს.
Tuttomercato-ს ცნობით, ფორმაციის ცვლილება, რაც სპალეტიმ პრეს-კონფერენციაზე უკვე დააანონსა (იხილეთ აქ), ასევე მისი უფრო შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთი სერბ ფორვარდს თავის წამოჩენის უკეთეს საშუალებას მისცემს.
წყაროს ინფორმაციით, თუ სპალეტის ხელმძღვანელობით იუვენტუსმა პოზიტიური სტარტი აიღო, ვლაჰოვიჩი შესაძლოა ხელფასის შემცირებას და ტურინულ გრანდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდეს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
