სპალეტიმ მირეტის ტრანსფერს ვეტო დაადო
იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფაბიო მირეტის არ გაყიდის.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელის გაყიდვას ვეტო პირადად ლუჩიანო სპალეტიმ დაადო.
წყაროს ცნობით, სპალეტი მიიჩნევს, რომ მირეტის დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია, მისი იუვენტუსის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდეს, ამიტომ ის გუნდს არ დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
