სპალეტი:” ზოგჯერ მგონია, რომ მატჩის ბოლომდე ცოცხალი ვერ მივაღწევ”
ლუჩიანო სპალეტიმ ბენფიკასთან მატჩი შეაფასა.
„რამდენად მშვიდად ვარ ? ზოგჯერ მგონია, რომ მატჩის ბოლომდე ცოცხალი ვერ მივაღწევ, მაგრამ ახლა მშვიდად ვარ, ჩვენ 2-0 გავიმარჯვეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეთ გამორჩეულ შეხვედრებში ემოციები ჭარბობს, დღეს გამარჯვება გვჭირდებოდა და ეს გავაკეთეთ, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
„ჩვენ შეხვედრა კარგად დავიწყეთ, თუმცა 15-20 წუთის შემდეგ ბენფიკას მეტი თავისუფლება მივეცით, რასაც ჩვენს კართან სახიფათო მომენტები მოყვა. მეორე ნახევარში უკეთესები ვიყავით და საბოლოო ჯამში გამარჯვება დავიმსახურეთ.
„პროგრესი ? ჩვენ განვითარება უნდა გავაგრძელოთ. მინდა, გუნდი უფრო სწრაფი გახდეს, ჩვენ დაკარგული ბურთი უფრო სწრაფად უნდა დავიბრუნოთ, რითიც მეტოქეს სახიფათო მომენტის შექმნის საშუალებას არ მივცემთ. დღევანდელი ფეხბურთი სწრაფია, შენ რეაგირებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. ჩვენ საგრძნობლად მოვუმატეთ, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.
„დევიდი ? მე მისი თამაშით კმაყოფილი ვარ, ის ძალიან ტექნიკურია და იცის, როგორ იმუშაოს ბურთთან. ის შესანიშნავი ბიჭია, რომელსაც ფეხბურთის თამაში უყვარს და შესანიშნავად გამოსდის. ის უფრო თავდაჯერებული უნდა გახდეს, გამოცდილება მიიღოს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
