TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ წინ შესანიშნავი მატჩი გველოდება“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ბენფიკასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„რა მოლოდინები მაქვს ამ მატჩში ? როდესაც ერთმანეთს ორი ასეთი ხარისხისა და ამბიციის გუნდი უპირისპირდება, რაიმე პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. შეხვედრაში ძალიან მაღალი ტემპი იქნება, ჩვენ მათ ბურთის გაკონტროლების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ, რადგან პორტუგალიელები სივრცეების შექმნასა და მათ გამოყენებაში ძალიან ძლიერები არიან.

„მე ყველაფერს მივცემდი, რომ ამ სტადიონზე ასეთი დონის მატჩებში მონაწილეობის, ამ ემოციების შეგრძნების შესაძლებლობა მქონდეს. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ასეთი დონის შეხვედრებში თავის წარმოჩენა შეგვიძლია.

„კალიარისთან მარცხი ? ჩვენ ეს შეხვედრა ვიდეოების საშუალების გავაანალიზეთ. ჩვენ ამ მატჩში ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ, გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა და არაერთი მომენტი შექმნა, მაგრამ შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ კიდეც.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !