სპალეტი:“ ვლაჰოვიჩის ტრავმა დიდი დარტყმაა, უდინეზესთან რთული მატჩის მოლოდინში ვართ“
ლუჩიანო სპალეტიმ კოპა იტალიაზე უდინეზესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
შეგახსენებთ, შეხვედრა დღეს, 23:55 საათზე დაიწყება.
„წინა მატჩიდან სულ რამდენიმე საათია გასული, გუნდს დასვენებისთვის სულ რამდენიმე საათი ჰქონდა, ამიტომ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად იქნება.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანი ტრავმის გამო მინიმუმ 2-3 თვეს იუქმებს. ის ძალიან მოტივირებული და ფოკუსირებული იყო და ვლაჰოვიჩის ტრავმა ჩვენთვის დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ ამ სირთულეს უნდა გავუმკლავდეთ.
„ჩვენი გეგმები კოპა იტალიაზე ? ჩვენ პოზიტიური სვლის გაგრძელება გვსურს. გამარჯვება გამარჯვებას გუნდში ყოველთვის მეტი ენთუზიაზმი და პოზიტივი მოაქვს, მაგრამ ჩვენ გამარჯვება კარგი თამაშის ფონზე გვსურს. გამარჯვების შემდეგაც კი მცირედი იმედგაცრუება უნდა გვქონდეს და ვეცადოთ, მომდევნო შეხვედრაში კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ. უდინეზე კარგი გუნდია, წინ რთული შეხვედრა გველოდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
„მირეტი ? ფეხბურთელი, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის გამორჩეული პროფესიონალი და სერიოზული ადამიანია, ასაკის მიუხედავად ყველაფერს ძალიან დაღვინებულად უდგება. ფაბიომ იჯარის პერიოდში სხვა პოზიციებზე ითამაშა და ამან მისი არსენალი კიდევ უფრო გააფართოვა. ვფიქრობ, მისი პოზიცია დაცვითი ან ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ ფაბიომ ასევე იცის, თუ როგორ უნდა ითამაშოს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. ის გუნდს აუცილებლად დაეხმარება.
„ჟეგროვა და ჟოაუ მარიო ? ედონი ხანგრძლივი ტრავმიდან ბრუნდება და გასაკვირი არ არის, რომ ფორმის დასაბრუნებლად გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა მას აქვს ფეთქებადობა და ტექნიკა, შენ არასოდეს იცი, თუ რას მოიფიქრებს ის. ედონი მოედნის ბოლო მონაკვეთში ძალიანკ არგია, მაგრამ ჯერჯერობით ფიზიკურ ორთაბრძოლებში ჩართვა უჭირს.
„მარიოს რაც შეეხება, ის ტექნიკური ფეხბურთელია, ჯერჯერობით ჟოაუს ძლიერ მხარეებს ვსწავლობ და ადრე თუ გვიან, ის დროს აუცილებლად მიიღებს.
„დევიდი და ოპენდა ? იმედი მაქვს, ისინი ვლაჰოვიჩის არყოფნას სათავისოდ გამოიყენებენ და თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ. ისინი განსხვავებული მახასიათებლების ფეხბურთელები არიან, ამიტომ მათი ერთად თამაში გამორიცხული არ არის.
„მეკარეების როტაცია ? ჩემთვის დი გრეგორიო ძირითადი მეკარეა, მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება იმ კარგი თამაშის იგნორირება, რომელსაც პერინი აჩვენებს. მატია გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ის გასახდელშიც მნიშვნელოვანია.
„სანახაობრივი თამაში ? ვფიქრობ, ჩვენ ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. გასულ მატჩში ბევრი მომენტი მომეწონა, მათ შორის ილდისის გოლი. მატჩის მიწურულს ჩვენ გარკვეული შეცდომები დავუშვით და ზედმეტად ფრთხილები ვიყავით, ჩვენ სამუშაო ბევრი გვაქვს, მაგრამ პროგრესი სახეზეა.
„კოპმეიენრსი ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ფეხბურთი უმაღლეს დონეზე ესმის და სხვადასხვა პოზიციაზე ძალიან კარგად თამაში შეუძლია. მისი დაცვაში დაყენებით ჩვენ შეტევების უკეთ წარმართვა შეგვიძლია, რადგან ტეუნს შესანიშნავი მოედნის ხედვა და პასი აქვს, თუმცა მან ასევე დაამტკიცა, რომ დაცვაში სოლიდურია.
„პერინი ? ის ხვალ ვერ ითამაშებს, მატიას კუნთის გადაღლილობა აქვს, ამიტომ გუნდს ვერ დაეხმარება.
„ილდისი ცხრიანის პოზიციაზე ? ეს გამორიცხული არ არის, რადგან კენანს ამისთვის საჭირო მახასიათებლები აქვს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
