TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ უნდა დავამტკიცოთ, რომ იუვენტუსში ყოფნის ღირსები ვართ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ფიორენტინასთნ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„სანაკრებო პაუზის დროს ჩვენ ძალიან პროდუქტიულად ვიმუშავეთ. რა თქმა უნდა, ბევრი ფეხბურთელი ნაკრებებში იყო გამოძახებული, თუმცა ვინც დარჩა ძალიან კარგად იმუშავა. გუშინ ჩვენ სრული შემადგენლობით ვივარჯიშეთ და მე ფეხბურთელებისგან მეტი მოტივაცია და ყურადღება დავინახე, რაც ძალიან სასიამოვნოა.

„ის ფეხბურთელებიც კი, რომლებიც ტურინში გუშინ საღამოს დაბრუნდნენ, დღეს კონტინასაზე სრული დატვირთვით და მოტივაციით ვარჯიშობდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„პრობლემები შეტევაში ? ჩემი მიზანი ისეთი სათამაშო სქემის შექმნაა, რომელშიც ფეხბურთელები თავს კომფორტულად გრძნობენ, იყენებენ თავიანთ ძლიერ მხარეებს და არიან პროდუქტიულები როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ ასპექტებზე ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ საერთო ჯამში გუნდის განვითარებით, პოტენციალით და მონდომებით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლისთვის ყველაფერი გვაქვს და უნდა დავამტკიცოთ, რომ იუვენტუსში ყოფნას ვიმსახურებთ.

„კოპმეინერსი ? ხარისხიანი ფეხბურთელი თავის შესაძლებლობებს ყველა პოზიციაზე გამოიყენებს. ტეუნი თანამედროვე ფეხბურთელია, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე ადაპტაცია და გუნდის დახმარება შეუძლია. ჩვენ მისი გამორჩეული მახასიათებლები სწორად უნდა გამოვიყენოთ. ტეუნმა გასულ მატჩებში მისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა, თუმცა დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ხარისხის ფეხბურთელია. ახლა ჩვენ კელი და კაბალი დაგვიბრუნდა, ამიტომ არის ალბათობა, ტეუნი ნახევარდაცვაში ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდეს.

„ფიორენტინა ? ფლორენციაში საკმაოდ დიდი დრო მაქვს გატარებული, თუმცა ახლა მე აქ იუვენტუსის მწვრთნელის ამპლუაში ჩამოვდივარ. მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ ახლა ჩემი პრიორიტეტი იუვენტუსის წარმატებაა. ვიცი, რომ წინ რთული შეხვედრა გველოდება. შესაძლოა ფიორენტინა საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ისინი მოტივირებულები იქნებიან, თუმცა ჩვენ იუვენტუსი ვართ.

„4-მცველიანი სქემა ? ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა ფორმაციის შესაცვლელად დრო და გარკვეული ფეხბურთელების ლაზარეთიდან დაბრუნებაა საჭირო.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !