სპალეტი:“ სანამ მათემატიკურად ამის შანსი გვექნება, ჩვენ ტიტულისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ“
მიკელე დი გრეგორიოს შემდეგ (იხილეთ აქ), სპორტინგთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა.
„კრემონეზესთან მატჩი ? მე ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდისგან მივიღე ის პასუხები, რომლებსაც მე მათგან ვითხოვდი. ხვალ ძალიან რთული მატჩი გველოდება, სპორტინგს ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელმაც ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად იცის, მათ ფორმაციისა და ინტენსიობის შეცვლა უშუალოდ თამაშის მსვლელობისას შეუძლიათ და იციან, თუ როგორ გამოიყენონ სივრცეები.
„ილდისის პოზიცია ? მე მას ვკითხე, თუ რომელია მისი საყვარელი პოზიცია და ილდისმა მითხრა, რომ მარცხენა ფლანგზე თამაშს ამჯობინებს, მაგრამ კენანი გამორჩეული ხარისხის ფეხბურთელია და მას სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში. კენანმა იცის, რომ მან ასევე დაცვით ასპექტშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა.
„სკუდეტო ? პირველ პრეს-კონფერენციაზე ეს სიტყვა ვახსენე იმიტომ, რომ ამას ჩვენი ისტორია გვავალდებულებს. იუვენტუსში თამაში ყოველთვის განვითარებას და უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას ნიშნავს და სანამ მათემატიკურად გამარჯვების შანსი გვაქვს, ჩვენ ბრძოლას არასოეს შევწყვეტთ.
„ყველაზე მეტად მახარებს ის, თუ როგორ მიყურებენ ფეხბურთელები თვალებში. ისინი მაქსიმალურად მონდომებულები და მოტივირებულები არიან, ამის გარეშე კი ამბიციურ მიზნებზე ფიქრიც კი შეუძლებელია.
„ჩემპიონთა ლიგა საკლუბო ფეხბურთის გამორჩეული ტურნირია, რომელზეც წარმატებისთვის შენ უნდა გქონდეს იდეა და ამ იდეის დასაცავად მოედანზე ბოლომდე იბრძოლო. ჩვენ უნდა ვიყოთ გაბედულები, მოტივირებულები და ფაქტი, რომ თამაში ყოველ 3 დღეში ერთხელ გვიწევს თავის გასამართლებელი მიზეზი ვერ გახდება, ეს ფეხბურთია და ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ.
„კამბიაზო ? ის თანამდეროვე ფეხბურთელია, ვისთვისაც ერთი კონკრეტული პოზიცია არ არსებობს, მას შეუძლია ადაპტაცია და გუნდის სხვადასხვა პოზიციებზე თამაშით დახმარება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
