სპალეტი:“ სავონა ნაკრებში ? ის შესანიშნავი ახალგაზრდაა“
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პრეს-კონფერენციაზე საინტერესო თემები განიხილა.
„ლოკატელის დაბრუნება რიჩის ნაცვლად ? მე მისგან ვხედავ ისეთ მოქმედებებს, რაც მანუელს აქამდე არ ახასიათებდა. ლოკატელის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მე ვიძახებ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ვფიქრობ, რომ ნაკრებს მოახლოებულ მატჩებში დაეხმარებიან.
„კალაფიორის ტრავმა ? ბასტონის მსგავსი როლის შეთავსება შეუძლია, მას შეტევაში ჩართვა ძალიან კარგად გამოსდის, ბონჯორნომ კი ინტერის წინააღმდეგ მატჩში, რომელშიც მას ლაუტაროსა და ტურამის წინააღმდეგ უწევდა თამაში, თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
„გატის რაც შეეხება, ის კომბინაციურ ფეხბურთში სულ უფრო უკეთესი ხდება. ეს აქამდე მისი სუსტი წერტილი იყო, თუმცა მოტას მისვლის შემდეგ ფედერიკომ გაცილებით მოუმატა.
„სავონა ნაკრებში ? სავონა იუვენტუსის სასტარტო შემადგენლობის ნაწილია, მე მისი შესაძლებლობების ხილვა პირადად მსურს, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც მომავალშ ნაკრებს აუცილებლად გამოადგება.“