სპალეტი:“ საუკეთესო მატჩი ჩემი მოსვლის შემდეგ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ბოლონიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მინდა ბოლონიას მივულოცო იმ ძალიან კარგი, მაღალი ფეხბურთის გამო, რომელსაც გუნდი ბოლო წლებში აჩვენებს. აქ თამაში და გამარჯვება მარტივი არასოდეს არის, მაგრამ დღეს ჩემი მოსვლის შემდეგ საუკეთესო იუვენტუსი ვნახეთ და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომელიც შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს.
„იუვენტუსი მატჩის პირველი წამიდან შეხვედრის დასრულებამდე თამაშში იყო, ჩვენ ჩავარდნები ფაქტობრივად არ გვქონია, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე 90 წუთი კონცენტრაციისა და ინტენსიობის შენარჩუნება გვიწირდა.
„მაკკენი ? ის თანამედროვე, მაღალი დონის ფეხბურთელია. უესტონმა იცის, თუ როგორ მოერგოს სხვადასხვა პოზიციას, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ფეხბურთელების თავდაჯერება ? მხოლოდ ჩემი სიტყვები საკმარისი არ არი, მათ თავიანთი ძალებისა და პოტენციალის თავად უნდა ირწმუნონ. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა ყოველგვარ ეჭვს გააქრობს, ეს იყო მნიშვნელოვანი გამოცდა, რომელიც ჩვენ წარმატებით ჩავაბარეთ.
„ოპენდა ? ის დევიდისგან განსხვავდება, ლოისს სიღრმიდან თამაში უკეთ გამოსდის, ის ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ ამვდროულად ძალიან სწრაფია. ოპენდა ცრუ ცხრიანს უფრო ჰგავს, ვიდრე კლასიკურ ცენტრ-ფორვარდს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
