TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ვიცით, რომ რთული პერიოდი გვაქვს და ქომაგებს ვთხოვ, ჩვენს გვერდით დარჩნენ“

ლოიდ კელის შემდეგ (იხილეთ აქ), გალათასარაისთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კომენტარი ლუჩიანო სპალეტიმ გააკეთა.

„რამდენად მნიშვნელოვანია ქომაგების მხარდაჭერა ხვალინდელ მატჩში ? არის მატჩები, რომლებშიც არ უნდა ითამაშო, არამედ უნდა გაიმარჯვო, ასეთ დროს კი თითოეული კომპონენტს, მოედანზე და მის მიღმა უდიდესი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა, ქომაგების გვერდში დგომა უმნიშვნელოვანესი ასპექტია, ჩვენ ჩვენი ქომაგების თვალები და გული გვჭირდება. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ქომაგების სრული მხარდაჭერა გვაქვს, ვგრძნობ, რომ უფრო ძლიერები ვართ. ვიცით, რომ რთული პერიოდი გვაქვს და ქომაგებს ვთხოვ, ჩვენს გვერდით დარჩნენ.

„ილდისი ? ასაკის მიუხედავად, კენანი გუნდის ლიდერი და მისაბაძი მაგალითია, ის თავისი ლიდერის თვისებებს მაშინაც ამჟღავნებს, როდესაც გუნდს რთული პერიოდი აქვს. დღეს მან ნაწილობრივ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ხვალ თამაშს შეძლებს.

„დი გრეგორიო ? როგორც უკვე ვთქვი, ინდივიდუალურად დამნაშავის ძებნა უდიდესი შეცდომაა, ჩვენ არსებული რეალობა უნდა მივიღოთ და სირთულეებს ერთად, როგორც გუნდი ისე გავუმკლავდეთ. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ იმის კითხვა, თუ რა მოხდება და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა გვსურს რომ მოხდეს, სწორედ ეს ქმნის სხვაობას. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ბურთი მარტივად, არ უნდა დავუტოვოთ მეტოქეს სივრცეები, არ უნდა მივცეთ მათ კარში დარტყმის შესაძლებლობა, ეს პატარ-პატარა შეცდომები თითოეული ჩვენგანის კისერზეა და არა ერთი რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელის ბრალი.

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ რაღაც განსხვავებული, ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, რაც გასულ კვირებში ვაჩვენეთ, თუმცა ბოლო პერიოდში ამის გაკეთება ვერ შევძელით. ჩვენ მოედანზე არ უნდა ვიყოთ 11 ინდივიდი, არამედ ერთი გუნდი, ასეთ დროს ჩვენ ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ 3 გოლის გატანაზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ერთი გოლის გატანაზე, რადგან ამ გოლმა შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს.

„ბრემერი ? ის გამოძახებული იქნება და თუ დაგვჭირდა, გლეისონს გამოვიყენებთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !