სპალეტი:“ დამსახურებული და მნიშვნელოვანი გამარჯვება რთული მეტოქის წინააღმდეგ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ გუშინდელი მატჩი შეაფასა.
„უკეთესი მეორე ნახევარი ? ვფიქრობ, ჩვენ პირველ ტაიმშიც კარგად ვითამაშეთ და 2 რეალური საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა მეორე ნახევარი უკეთესი იყო, ჩვენ მომენტები კარგად გამოვიყენეთ და საბოლოო ჯამში დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.
„ჩვენ ვიცოდით, რომ მეტოქე ბევრ პრობლემას შეგვიქმნიდა. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, ახალგაზრდა და სწრაფი, რომელსაც სივრცეების გამოყენება კარგად გამოსდით, ამიტომ ეს გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. მე გასახდელში შედარებით კმაყოფილი სახეები ვნახე, ბიჭებს ეს გამარჯვება სჭირდებოდათ.
„აქ თამაში მარტივი არავისთვის არის, ამიტომ ეს გამარჯვება გუნდის ხასიათსა და ხარისხზე მეტყველებს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ ბევრი სამუშაო გვაქვს.
„დევიდისა და ოპენდას გოლები ? მათთვის ამ რითმში დაბრუნება, მატჩის დინამიკაში ყოფნა და გუნდის დახმარება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში მნიშველოვნაი იყო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დევიდს გოლების გატანა შეუძლია, ამას სტატისტიკა მოწმობს, მაგრამ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა თამაშს თამაშობ და როგორ გამოიყენებ ამა თუ იმ ფეხბურთელის შესაძლებლობებს. დევიდი ბოლო წამამდე თამაშში დარჩა, გამარჯვების გოლი გაიტანა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოგვიტანა.
„პოზიტივი ? პოზიტივი არის ის, რომ იუვენტუსს ძალიან დიდი პოტენციის მქონე გუნდი ჰყავს, მაგრამ ამ პოტენციალის გამოსაყენებლად ბევრი მუშაობა მოგვიწევს, როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ასპექტებზე. მე შეხვედრის შემდეგ ბედნიერი ფეხბურთელები და ქომაგები ვნახე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
