TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ქომაგებს ბოდიშს ვუხდი, დღეს ჩვენ არა ერთი, არამედ 3 ნაბიჯით დავიხიეთ უკან“

იუვენტუსის მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ გალათასარაისთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ პირველი ნახევარი ცუდად დავასრულეთ და გვინდოდა, მეორე ტაიმში სიტუაცია გამოგვესწორებინა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ხასიათი და მენტალიტეტი დავკარგეთ. დღეს ჩვენ უკან არა ერთი, არამედ სამი ნაბიჯით დავიხიეთ.

„კამბიაზო ? მისმა ყვითელმა ბარათმა პრობლემები შეგვიქმნა, ამიტომ მისი შეცვლა გადავწყვიტე, კაბალის წითელმა კი საქმე საგრძნობლად გაგვირთულა, ჩვენ ზედმეტად ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ კიდეც.

„ბრემერი ? ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, მას სამედიცინო შემოწმება დასჭირდება.

„მატჩის ანალიზი ? ჩვენ დაცვაში საქმე ბურთის მეტი ფლობით უნდა გავიმარტივოთ. ჩვენ კონტრ-შეტევებზე აწყობილი გუნდი არ ვართ, თუ გუნდი უკან იხევს, ასეთ დროს პრობლემებიც იმატებს.

„კაბალის გაძევებამ პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ყველაფერს ამას ვერ დავაბრალებთ, ჩვენ ქომაგებისა და გუნდის წინაშე ვალდებულებები გვაქვს. ტიფოზებს დღევანდელი შედეგის გამო ბოდიშს ვუხდით.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !