TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ პარმასთან მარტივი მატჩი არ გველოდება, სატრანსფერო ფანჯარა ?…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პარმასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„როტაცია ? წინ ბევრი მატჩი და დატვირთული კვირები გველოდება, ამიტომ ჩვენ გამოსავალი უნდა ვიპოვნოთ. ფეხბურთელებს დასვენება სჭირდებათ და როტაცია ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ფეხბურთელები ამ ცვლილებებს კარგად ეგუებიან და ეს პრობლემა არ არის.

„მონაკოსთან ნორმალური მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ სასურველი შედეგის მოპოვება ვერ შევძელით. ხვალ ბიჭებისგან რეაგირებას ველოდები. ჩვენ კომფორტის ზონაში ყოფნაზე უარი უნდა ვთქვათ და სასურველი შედეგისთვის ყველაფერი გავაკეთოთ.

„გალათასარაი ? კარგად ვიცით, თუ რამდენად მძიმე ატმოსფეროა თურქეთში მატჩების დროს. გალათასარაი ძალიან კარგი გუნდია, მათ რიგებში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ, რამდენიმე მათგანს მეც კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ წინ რთული შეხვედრები გველოდება, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია გამარჯვება და ამისთვის მზად ვიქნებით.

„კამბიაზო ? ანდრეას წინ ილდისი ჰყავს და მასთან ადაპტაცია უნდა გაიაროს. უკან მყოფმა ფეხბურთელმა წინ მყოფი თანაგუნდელის მოძრაობის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. კამბიაზო მაღალი ხარისხისა და მახასიათებლების ფეხბურთელია.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ეს არ არის კითხვა, რომელზეც პასუხი მე უნდა გავცე. მე არაფერს ველოდები, გუნდით კმაყოფილი ვარ და მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !