სპალეტი სეზონის მეორე ნახევარში ოპენდას პოზიციას შეუცვლის
ლუჩანო სპალეტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სეზონის მეორე ნახევარში ლოი ოპენდას რეაბილიტირება იქნება.
იუვენტუსმა ოპენდას 1-წლიან იჯარაში 3.3 მილიონი ევრო უკვე გადაიხადა, მისი შემდგომში 40 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც სერია ა-ში სეზონის ათეულში დასრულების შემთხვევაში, რაც ფაქტობრივად გადაწყვეტილია, სავალდებულო გახდება.
ოპენდას აქტივში მიმდინარე სეზონში 24 მატჩში მხოლოდ 2 გოლია და რბილად რომ ვთქვათ, ბელგიელი ჯერჯერობით მოლოდინებს ვერ ამართლებს.
SportItalia-ს ცნობით, ცენტრ-ფორვარდის გაფორმების შემდეგ, ლუჩიანო სპალეტი ოპენდას მარცხენა ვინგერად გამოყენებას გეგმავს. ის ვიცე-ილდისი გახდება და სეზონის დარჩენილ მატჩებს დიდწილად ამ პოზიციაზე ითამაშებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
