სპალეტი მინიმუმ 4 ტოპ ტრანსფერის მოლოდინშია
ლუჩიანო სპალეტი ხვალ იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს, რაც იმის ნიშანია, რომ იტალიელმა სპეციალისტმა გუნდის ხელმძღვანელობისგან ტრანსფერების თაობაზე გარანტიები მიიღო.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტიმ გუნდს აცნობა, რომ მას არა ხანგრძლივი პროექტის ჩაბარება, არამედ მომდევნო სეზონიდანვე ტიტულისთვის ბრძოლა უნდა და ამისთვის მინიმუმ 4 ტოპ ტრანსფერი სჭირდება.
სპალეტი უმაღლესი დონის მეკარის, მცველის, ნახევარმცველისა და ფორვარდის გაფორმებას ითხოვს, სხვა ტრანსფერები კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ დატოვებს გუნდს ზაფხულში.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
