სპალეტი:“ მილიკი განაცხადში ბრუნდება, რომა შესანიშნავი გუნდია“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ რომასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„როგორ მატჩს ველოდებით ხვალ ? მე პოზიტიურად ვარ განწყობილი, ბოლო პერიოდში ძალიან პროდუქტიულად ვმუშაობთ, ჩვენ განვითარება უნდა გავაგრძელოთ და ვარჯიშების შედეგები უშუალოდ მატჩებში ვაჩვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი აზრს კარგავს.
„ჩვენ ბოლონიასთან კარგად ვითამაშეთ, ძლიერი გუნდი დავამარცხეთ და მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ, მაგრამ ახლა სტაბილურობა გვჭირდება.
„მილიკი ? ის ხვალინდელ მატჩში განაცხადში იქნება. არკადიუში პატარა ბავშვივით არის, რომელსაც დაუბრუნეს ის, რაც ყველაზე ძალიან უყვარს. მილიკს განსხვავებული ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლები აქვს, ის აუცილებლად დაგვეხმარება.
„გასპერინი ? ის დიდებული მწვრთნელია, ჯან პიეროს დონეზე მისი მიღწევები მეტყველებენ. ის რომაში ახლახანს მივიდა, მაგრამ გუნდს თავისი ხელი უკვე დაატყო. მინდა პირადად მას და ორმას მივულოცო.
„სანახაობრივი იუვე ? ჩვენ გაცილებით მეტი შეგვიძლია და ვარჯიშების დროს ვხედავ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ინტენსიურები, ვირბინოთ კიდევ უფრო მეტი, გამოვიყენოთ შექმნილი სივრცეები და თუ ეს სივრცეები არ არსებობს, მათი შექმნა ვისწავლოთ.
„ბრემერი ? გლეისონმა კარგად ივარჯიშა და მზად არის, რუგანის სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ. კაბალს კუნთის გადაღლილობა აქვს და ვნახოთ, შეძლებს თუ არა თამაშს.
„ჭორები დევიდის თაობაზე ? ბიჭები სწორად იქცევიან, რომ მას ვახშამზე აღარ ეპატიჟებიან, რადგან მან მოლუსკის პასტაზე პარმეზანი მოაყარა (იცინის, ავტ.).
„კამბიაზო ? ანდრეა არის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე ყველაფერი შეუძლია. ის საკუთარ თავზე გაბრაზებულია, რადგან იცის, რომ გაცილებით მეტი შეუძლია. ის ძალიან თვითკრიტიკულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა.
„პლეი-მეიკერის ნაკლებობა ? მე სატრანსფერო ფანჯრის თაობაზე არავისთან მისაუბრია და თუ არავინ მოვა და არ მკითხავს, ამას ჩემი ინიციატივით არ გავაკეთებ. ლოკატელის ამ პოზიციაზე თამაშისთვის საჭირო თვისებები აქვს, მაგრამ მან უნდა ისწავლოს, როგორ იმოქმედოს უფრო სწრაფად, ამ პოზიციაზე თამაში კოპმეიენრსს და მირეტისაც შეუძლიათ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
