სპალეტის უკმაყოფილება ლოკატელის მიმართ იზრდება
იტალიური მედიის ცნობით, ლუჩიანო სპალეტი მანუელ ლოკატელის თამაშით იმედგაცრუებულია და მომდევნო მატჩში იუვენტუსის კაპიტანის სკამზე დარჩენის შანსი სულ უფრო იზრდება.
Tuttomercato-ს ცნობით, სპალეტი ლოკატელისგან მეტ ტემპს, ვერტიკალურობას და გამჭოლ პასებს ელოდებოდა, თუმცა მისგან პასუხი ვერც პაფოსთან მატჩში მიიღო, ლოკატელის შეცვლიდან რამდენიმე წუთის ინტერვალში კი იუვენტუსმა 2 გოლი გაიტანა.
წყაროს ინფორმაციით, ბოლონიასთან მატჩში იუვენტუსი დიდი ალბათობით მოედანზრ 4-3-2-1 ფორმაციით გავა, ტეუნ კოპმეინერსი ნახევარდაცვაში გადაინაცვლებს, ლოკატელი კი სკამზე დარჩება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
