TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი ლობოტკას გაფორმებას ითხოვს

ლუჩიანო სპალეტის დავალებით, იუვენტუსი ზაფხულში სტანისლავ ლობოტკას გაფორმებას ეცდება.

სლოვაკი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის ნაპოლის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო და იტალიელ სპეციალისტს მისი ამჯერად ტურინული გრანდის რიგებში ხილვა სურს.

ლობოტკას კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა პარტენოპეის ხელშეკრულების კიდევ 1 სეზონით გახანგრძლივება შეუძლია. 31 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა არაიტალიური გუნდებისთვის 25 მილიონად იქნება შესაძლებელი, იუვენტუსს კი ნაპოლისთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს, რაც გუნდებს შორის არსებული არც თუ ისე კარგი ურთერთობის ფონზე მარტივი ამოცანა არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)