TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ძალიან კარგი თამაში, გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, ჩვენ დიდი პოტენციალი გვაქვს“

იუვენტუსის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ სპორტინგთან მატჩი შეაფასა.

„სპორტინგი ძალიან კარგი გუნდია, ბურთის ფლობასა და შეტევებზე ორიენტირებული, ისინი ნებისმიერ მეტოქეს პრობლემებს უქმნიან, მაგრამ ჩვენ დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ.

„სტარტი რთული იყო, მაგრამ მეტოქეს გოლს ჩვენი მხრიდან ძალიან კარგი რეაგირება მოყვა და ვფიქრობ, შექმნილი მომენტების გათვალისწინებით ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ.

„გარკვეული ტექნიკური წუნები გვქონდა, ბურთს ზედმეტად მარტივად ვკარგავდით და დაცვით ფაზაში გარკვეული სივრცეები გვრჩებოდა, მაგრამ საერთო ჯამში მე ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ.

„ჩვენ გარკვეულ ასპექტებზე საკმაოდ ბევრი მუშაობა მოგვიწევს, მაგრამ მე გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ, რადგან ხარისხი აშკარაა, ჩვენ განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

213 views
error: დაცული კონტენტი !