სპალეტი იუვენტუსში 2028 წლამდე ?
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა ლუჩიანო სპალეტისთვის ხანგრძლივი კონტრაქტის შეთავაზებას განიხილავს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა და პირადად ჯონ ელკანი იტალიელი სპეციალისტის მუშობით კმაყოფილია.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის დირექტორებს არა მარტო გუნდის თამაში და პოზიტიური შედეგები, არამედ სპალეტის საქმისადმი მიდგომა, პროფესიონალიზემი, ამბიციები, მისი ჩახედულობა გუნდის ფინანსებში და ავტორიტეტი გასახდელში ძალიან მოსწონთ და მას ხანგრძლივი პროექტისთვის იდეალურ კანდიდატად მოიაზრებენ.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი მომდევნო კვირებში სპალეტისთან კონტრაქტის 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას განიხილავენ, მისი კიდევ 1 წლით გაგრძელების პერპსექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
