სპალეტი:“ იუვენტუსის მნიშვნელობა და ისტორია ყველამ კარგად იცის, მაგრამ იყო ამ გუნდის წევრი წარმოუდგენელი გამოცდილებაა“
იუვენტუსის ახალმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ პრეზენტაციის შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„პირველი შთაბეჭდილება ? შესანიშნავი. იუვენტუსის მნიშვნელობა და ისტორია ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ იყო ამ გუნდის წევრი და შიგნიდან ნახო თუ რამდენად ორგანიზებულია ყველაფერი, ეს სულ სხვა გამოცდილებაა.
„ტუდორი ? იგორს უდიდეს პატივს ვცემ, ის შესანიშნავი ადამიანია და დარმწუნებული ვარ, გუნდი მე ძალიან კარგ კონდიციებში დამხვდება, რადგან იგორი ნამდვილი პროფესიონალია. ჩემი სურვილი იუვენტუსის ჩვეულ დონეზე დაბრუნება უდიდესია და ჩვენ ამას აუცილებლა გავაკეთებთ.
„კოპმეინერსი ? მე მისი გაფორმება ჯერ კიდევ ნაპოლიში ყოფნის დროს მსურდა, მაგრამ ნაპოლის მის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ შეეძლო. ტეუნი შესანიშნავი ფეხბურთელია, ის ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება.
„ჩემი სტაფი ? მე ჩემთან ერთად მხოლოდ 4 ადამიანი მოვიყვანე, რადგან იუვენტუსი უკვე მაქსიმალურად არის დაკომპლექტებული. ჩემს სტაფს დომენჩინი, მარტუშელო, რუსო და სინატი შეუერთდებიან.
„ხანმოკლე კონტრაქტზე დათანდმება ? მე ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ამ გუნდის პოტენციალის და შესაძლებლობების მჯერა, სეზონის ბოლოს კი ყველაფერს გუნდის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.
„ფორმაცია ? ვფიქრობ, ჩვენ 4-მცველიან სქემაზე გადასვლა შეგვიძლია.
„ჩვენი მიზნები ახლო პერსპექტივაში ? გამარჯვება, შემტევითი, ხარისხიანი ფეხბურთი, გუნდის ჩამოყალიბება, რომელმაც იცის, თუ რა ევალება მოედანზე. ჩვენ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩართვა გვინდა, ეს გუშინ განვიხილეთ, იუვენტუსის შემადგენლობაში ხარისხიანი ფეხბურთელები თამაშობენ და ჩვენ ამ ყველაფერს აუცილებლად მივაღწევთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                