სპალეტი იუვენტუსის პრიორიტეტული არჩევანია
იგორ ტუდორის იუვენტუსიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ, ტურინულ გრანდს გასულ საათებში არაერთი მწვრთნელი დაუკავშირეს, თუმცა ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ბიანკონერის პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, დამიენ კომოლის გუნდში იტალიის ნაკრების და ნაპოლის ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლუჩიანო სპალეტის ხილვა სურს.
პრობლემა სპალეტის მიერ მოთხოვნილ კონტრაქტშია, ის მინიმუმ 1.5-წლიან ხელშეკრულებას ითხოვს და გუნდის სეზონის ბოლომდე ჩაბარებზე უარს ამბობს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
