TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ იუვენტუსის მაისურის ტარება გამარჯვებისთვის ბრძოლას ნიშნავს“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ნაპოლისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელ მატჩში გამარჯვება ? იუვენტუსის მაირუსი ტარება სწორედ გამარჯვებისთვის ბრძოლას ნიშნავს, როგორც ხვალ, ასევე სხვა ნებისმიერ შეხვედრაში. ვიცით, რომ გუნდს საუკეთესო პერიოდი არ აქვს, მაგრამ ამან სტატუსი არ უნდა შეცვალოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით, თავდაჯერებულობით გავიდეთ, დავუმტკიცოთ საკუთარ თავებს და სხვებს, რომ მომავალი ნათელია.

„ბიჭები ვარჯიშის დროს უდიდესი მოტივაციით მუშაობენ, ყოველთვის ახალ რაღაცას სწავლობენ, რაც განვითარებისთვის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია.

„არის შეხვედრები, რომლებშიც სასწორზე 3 ქულა დევს, თუმცა არის შეხვედრები, რომლებიც გაცილებით დიდ მნიშვნელობას ატარებს. ხვალინდელი დაპირისპირება არის ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ბევრი რამის თქმა შეუძლია.

„პირველი მატჩი კონტეს წინააღმდეგ ? ანტონიოს კარგად ვიცნობ, ჩვენ მოედანს მიღმა ბევრჯერ შევხვედრივართ, ის დიდებული მწვრთნელია, კონტეს დონეზე მისი კარიერა მოწმობს.

„კოპმეინერსი ? ის ძალიან ელეგანტური, კრეატიული ფეხბურთელია, მისგან ყოველთვის უფრო მეტს ვითხოვ და ეს სრულიად ნორმალურია.

„იუვენტუსის დონის გუნდში ყოფნა თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, ამისთვის კი ჩვენ ფუნდამენტალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ წინ. მე ყოველდღე ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის საჭირო ხარისხი გვაქვს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ პოტენციალის გამოყენებას დრო სჭირდება.

„დევიდი ? ის ძალიან ჭკვიანი, ძლიერი ფორვარდია, მის ხარისხზე ჯონათანის კარიერა მეტყველებს. ის არის მოტივირებული და სურს, თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს.

„სასტარტო შემადგენლობები ? მე ყოველთვის ვამჯობინებ, რომ პირველ რიგში სასტარტო შემადგენლობა ფეხბურთელებს ვაცნობო, ამიტომ ამ თემაზე არ ვისაუბრებ.

„ლოკატელი ? ის გასახდელში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მანუელმა იცის, რას ვითხოვ მისგან მოედანზე და გასულ მატჩებში ის თითქმის სრულყოფილი იყო, მაგრამ ამით არ უნდა დაკმაყოფილდეს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !