სპალეტი:“ იტალიაში მსაჯების თაობაზე რეფორმაა საჭირო…“
ლუჩიანო სპალეტიმ ლაციოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„შეცდომები გოლების მომენტებში ? ეს სრულიად ნორმალურია. ჩვენ ბურთის მოშორება არ გვსურს და გვინდა, კომბინაციები დაცვიდან დავიწყოთ, რასაც შესაბამისი რისკები ახლავს თან და დროთა განმავლობაში შეცდომებიც შემცირდება.
„ლოკატელის მომენტი ? მანუელის გაკრიტიკება უადგილოა, ის ბოლო კვირებში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ერთი შეცდომის გამო ამ ყველაფრის დაიგნორება სწორი არ არის. მე გუნდის რეაგირებითა და მებრძოლი ხასიათით კმაყოფილი ვარ.
„მსაჯი ? მე მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ დღეს შეცდომებზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. შესაძლოა კოპმეინერსის გოლი სწორად გაუქმდა, მაგრამ კაბალის მომენტი მინიმუმ VAR-ის ჩარევას იმსახურებდა. მე იმის თქმას არ ვაპირებ, იყო თუ არა ეს 11-მეტრიანი, მაგრამ ეს საეჭვო ეპიზოდი იყო და მსაჯის ყურადღებას იმსახურებდა.
„ჩვენ მსაჯების მხრივ რეფორმები გვჭირდება, რომ არბიტრების კლასი გაიზარდოს, ეს ზედმეტად მნიშვნელოვანი საქმეა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
