სპალეტი:“ გუნდი უფრო თავდაჯერებულია, მაგრამ სამუშაო ბევრი გვაქვს“
იუვენტუსის მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ უდინეზესთან მატჩი შეაფასა.
„დღეს გუნდი ძალიან თავდაჯერებული, ნაკლებად დაძაბული იყო და ბიჭები ხშირ შემთხვევაში სწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს, რადგან გარკვეულ მომენტებში ბურთს მარტივად ვთმობთ და მეტოქეს ზედმეტად ბევრ თავისუფლებას ვაძლევთ, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ, გუნდის პროგრესი აშკარაა.
„გატი ? მან მუხლის დისკომფორტი იგრძნო, ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენად მძიმეა დაზიანება.
„ზედიზედ 3 გამარჯვება ? ეს საჭიროა, გამარჯვება ფეხბურთში ერთადერთი სწორი მედიცინაა, რომელიც ზედმეტი წნეხისა და დაძაბულობისგან გათავისუფლებს. ახლა გუნდი ბურთთან ერთად უკეთ გამოიყურება, უფრო კომროტულია.
„რა ასპექტს გამოვარჩევდი ? მომეწონა, რომ გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩართული იყო და ჩავარდნები არ გვქონია, მეტოქეს კარგ პრესინგს ვთავაზობდით და ბურთს კარგ ტემპში ვამოძრავებდით. ძალიან მომეწონა ჟეგროვას თამაში და ის, რომ მან არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვით ასპექტშიც თავი კარგად წარმოაჩინა.
„მირეტი ? მას კიდევ ერთი კარგი მატჩი ჰქონდა, ფაბიოს მოედნის კარგი ხედვა აქვს, მას განვითარებისთვის მოედანზე წუთები სჭირდება და მიხარია, რომ მიღებულ დროს იყენებს.
„4-მცველიანი სქემა ? ამ საკითხზე ვმუშაობთ. საბოლოო ჯამში მნიშვნელობა იმას აქვს, თუ როგორ წარმოვაჩენთ ჩვენს შესაძლებლობებს და როგორ მივაღწევთ სასურველ შედეგს, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
