სპალეტი გუნდის ხარისხით კმაყოფილია და მთავარ პრობლემად მენტალიტეტს მიიჩნევს…
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ცუდი შედეგების მიუხედავად, ლუჩიანო სპალეტი შემადგენლობის ხარისხით კმაყოფილია.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ იუვენტუსს დიდი პოტენციალი აქვს და გუნდის მთავარი პრობლემა არა ხარისხის ნაკლებობა, არამედ მენტალიტეტია.
გამოცემის ინფორმაციით, სპალეტის სურს, გუნდმა საკუთარი ძალების მეტად ირწმუნოს და დარწმუნებულია, რომ უახლოეს კვირებში ტურინული გრანდი როგორც თამაშის ხარისხს, ასევე შედეგებს გამოასწორებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
