სპალეტი სქემას ბრემერის დაბრუნებამდე არ შეცვლის
ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში მისვლის შემდეგ, ყველა ვარაუდობდა, რომ ბიანკონერი თამაშს 4-მცველიანი სქემით გააგრძელებდა, თუმცა იტალიელი სპეციალისტი ჯერჯერობით უკვე გამოცდილ 5-მცველიან ფორმაციას არჩევს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, სპალეტის არჩევანი გუნდში არსებული ტრავმიანობით არის გამოწვეული, რაც დიდი ალბათობით მომდევნო კვირებში შეიცვლება.
წყაროს ცნობით, სპალეტი იუვენტუსის ფორმაციის შეცვლასა და 4-მცველიან ფორმაციაზე გადასვლას მას შემდეგ გეგმავს, როდესაც გლეისონ ბრემერი მწყობრში დაბრუნდება და რეგულარულად თამაშისთვის მზად იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
